ლევან გოფოძე: ძალიან ბევრი სერიოზული მეცნიერი ამბობს, რომ “ომიკრონის” წინააღმდეგ ვაქცინა კარგად მუშაობს – უნდა გავაგრძელოთ ვაქცინაციის ინტენსიური პროცესი

“ძალიან ბევრი სერიოზული მეცნიერი ამბობს, რომ „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინა კარგად მუშაობს”, – ამის შესახებ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება მნიშვნელოვანია.

„ფაქტი ერთია, რომ აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის გაგრძელება. მისი ინტენსიფიკაცია არის ერთადერთი საშუალება ამ მძიმე დაავადებისგან თავის დასაცავად. მით უმეტეს, ძალიან ბევრი სერიოზული მეცნიერი ამბობს, რომ „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინა კარგად მუშაობს. მოგეხსენებათ, თავდაპირველად არსებობდა ეჭვი, რომ არ ემუშავა ვაქცინას მუტაციის გამო, რადგან სტრუქტურა შეიცვალაო. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე რა ვაქცინაც გვაქვს, კარგად მუშაობს, ამიტომაც, უნდა გავაგრძელოთ ვაქცინაციის ინტენსიური პროცესი. ეს ღონისძიებები იქნება კომპლექსური, ანუ ყველა ის ღონისძიება, რომელიც მიმართულია საერთოდ ვაქცინაციის სტიმულაციისაკენ, უნდა გაგრძელდეს. ეს იქნება სხვადასხვა ფორმით წახალისება, მოთხოვნების გამკაცრება, იგივე მწვანე პასპორტი და ასე შემდეგ“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები