ბათუმში შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი გაიმართება

24-27 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, რიგით VIII შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოს ცნობილი უცხოელი ჯაზ-შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები ჩატარდება 4 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ტენისის კორტებზე. ფესტივალის ეგიდით,  ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ფასიანი კონცერტების გარდა, ბენდი „MEN IN BRASS“ ამ სამი დღის განმავლობაში განმავლობაში 15 უფასო შოუს გამართავს, სადაც ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს საშუალება ექნებათ უფასოდ მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას.
ჯაზ-ფესტივალზე მოწვეული მუსიკოსები შემადგენლობა შემდეგია: KOOL AND THE GANG (USA), LIV WARFIELD feat. The NPG Hornz (USA), BOOTSY COLLINS & The Funk Unity Band (USA),  MARIO BIONDI (IT), RAMON (AT), MEN IN BRASS (GER), Parov Stelar presents MAX THE SAX(AT).
2008 წლიდან ბათუმის ჯაზ-ფესტივალი ევროპის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალების კატალოგშია შესული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები