კელი დეგნანი: საქართველოს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელ სამხედრო ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციებში სურს წევრობა

“სტოლტენბერგმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ბლინკენმა გააკეთეს ძალიან მკაფიო კომენტარები. ეს არის გზავნილი, რომელიც უცვლელია ყოველწლიურად ბოლო 13 წლის განმავლობაში, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს ალიანსის წევრები”, – ამის შესახებ ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს.

ამერიკელი დიპლომატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ეუთო-ს მინისტერიალზე გამოსვლას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის თეზისების გამეორება “ცეცხლთან თამაშია”.

“ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ბლინკენმა გააკეთეს ძალიან მკაფიო კომენტარები მიმდინარე კვირას ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. ეს არის გზავნილი, რომელიც უცვლელია ყოველწლიურად ბოლო 13 წლის განმავლობაში, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს ალიანსის წევრები.

უცნაურია, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება ამას ახლა, განსაკუთრებით – იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა თავად მოაწერა ხელი სტამბოლის კონვენციას 90-იან წლებში, რამაც მკაფიო გახადა, რომ ყველა, ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს და განსაზღვროს თავისი სამხედრო ალიანსები. საქართველოს ასევე აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელ სამხედრო ორგანიზაციებში ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციებში სურს წევრობა”, – ამბობს კელი დეგნანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები