ამირან გამყრელიძე: განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს 50-60 წლის ზემოთ მოსახლეობის აცრებზე, რადგან სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წლის ზემოთ ასაკის პირებში

“თუ ჩვენ 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ვაქცინაცია ვერ მოვახერხეთ, სამწუხაროდ, ეს ძალიან ცუდი და ტრაგიკული შემთხვევები კიდევ გვექნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულებში ლეტალობა სწორედ 60 წლის ზემოთ ასაკის პირებში ფიქსირდება.

“ნოემბრის ყოველდღიური ვაქცინაციის საშუალო მაჩვენებელი სჯობს ოქტომბრისას, მაგრამ ბოლო 1 კვირის საშუალო მაჩვენებელი არის 11 863. გუშინწინ გვქონდა 13 000, გუშინ იყო 12 000 და ეს ყველაფერი არის წახალისებებისა და “მწვანე პასპორტის” დამსახურება. შეიძლება ითქვას, რომ წახალისებებმა იმუშავა. 9 ნოემბრის შემდეგ, რაც 200-ლარიანი წახალისება დავაწესეთ 60 წელს გადაცილებულ პირებზე, აცრილია 56 432 ადამიანი და დღეში დაახლოებით 2565 პირი იცრება. ეს მაჩვენებელი მიდის ზემოთ, რაც დამაიდებელია, რომ ეს წახალისებები მუშაობს.

თუ ჩვენ 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ვაქცინაცია ვერ მოვახერხეთ, სამწუხაროდ, ეს ძალიან ცუდი და ტრაგიკული შემთხვევები კიდევ გვექნება. მივმართავ საზოგადოებას, რომ განსაკუთრებული ყურადღება იყოს 50-60 წლის ზემოთ მოსახლეობის აცრებზე. სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წლის ზემოთ, შემდეგ 10% მოდის 50-დან 60 წლამდე ასაკის პირებში და 5% არის უფრო ახალგაზრდა ასაკში. ეს დაბალი ასაკი უფრო მეტად არის გამავრცელებელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები