ამირან გამყრელიძე: პანდემიის პროცესს ვერაფერი შეაჩერებს მასობრივი ვაქცინაციისა და რეგულაციების დაცვის გარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის პროცესს მასობრივი ვაქცინაციის და რეგულაციების დაცვის გარდა ვერაფერი შეაჩერებს.

„ეპიდსიტუაცია კვლავ რთული რჩება. ეპიდვითარების ყველაზე მძიმე მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა, მაგრამ საქართველოში ზღვრულ ჩათვლილ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ოდნავ შემცირებულია ბოლო 2 კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი, ვთვლით, რომ 17-18 ნოემბერს ინციდენტობის საშუალოს პიკური პერიოდი გადავიტანეთ, მაგრამ დაღმავალი სვლა ჯერჯერობით მაინც მაღალი რიცხვებით ხორციელდება. გუშინწინ ცოტა მეტად დამაიმედებელი აცრის მაჩვენებელი გვქონდა, როდესაც 9600-მდე ადამიანი აიცრა ერთ დღეში. პანდემიის პროცესს ვერაფერი შეაჩერებს მასობრივი ვაქცინაციის და რეგულაციების დაცვის გარდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები