ქუთაისში გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა გაიხსნება

დღეს, 18:00 საათზე, ქუთაისის „თი-ბი-სი გალერეაში“ გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა გაიხსნება. ლეგენდარული მთამსვლელი და ფოტოგრაფი 1963 წელს 31 წლის ასაკში სვანეთში, შხარადან დაშვების დროს ტრაგიკულად დაიღუპა. გურამ თიკანაძე ქართული მხატვრული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი შემოქმედებითი თვითდამკვიდრება საბჭოთა დროის ე.წ. დათომის პერიოდს დაემთხვა, როდესაც ახალგაზრდა ფოტოგრაფები შეგნებულად უარს ამბობდნენ ინსცენირებული ფოტოგრაფიის კანონებზე და ამკვიდრებდნენ რეპორტაჟულ ფოტოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები