ამირან გამყრელიძე: წახალისება მუშაობს, დაახლოებით, 4-5-ჯერ არის გაზრდილი საპენსიო ასაკის მოსახლეობის მიმართვიანობა

“ხდება გარკვეული სტაბილიზირება, ანუ არ მძიმდება უფრო სიტუაცია, მაგრამ მაღალ ნიშნულზეა. 47 000 აქტიური პაციენტია ქვეყანაში, ეს არ არის ცოტა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “რუსთავი ორთან” პანდემიაზე საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ შარშან ამ დროს ნოემბრისა და დეკემბრის პიკზე გვქონდა 33-34. ერთადერთი პოზიტივი არის, რომ პირველადმა აცრებმა მოიმატა, ანუ 6 000-ზე მეტი იყო პირველადი და, რაც მთავარია, მოიმატა. ეს წახალისება, რაც გამოცხადდა, მონეტარული წახალისება 60 წელს უფრო ზემოთ მოსახლეობისთვის გარკვეულად მუშაობს. დაახლოებით, 4-5-ჯერ არის გაზრდილი ამ ასაკობრივი მოსახლეობის მიმართვიანობა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები