გერმანიის თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები გენერალურ შტაბს ეწვივნენ

საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით გერმანიის თავდაცვის აკადემიის დელეგაცია იმყოფება. გერმანელი სტუმრები საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2014 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩამოვიდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანული დელეგაცია ადმირალ კარსტენ შნაიდერის ხელმძღვანელობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიიღო.
მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე, განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორს ზურაბ აგლაძეს შეხვდებიან და საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის აკადემიებს შორის თანამშრომლობის დახვეწაზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები