„სავაში“ საქართველოში ჩამოდის
პოპულარული თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი საქართველოში მეორედ ჩამოდის. 5-6 აგვისტოს „დიტო ცინცაძის ფონდის“ დასახმარებლად მსახიობი თბილისს ეწვევა. მურატ ილდირიმი საქართველოს პირველად 28 აპრილს ეწვია. მისი ვიზიტის მიზანი ამჯერადაც ბავშვების დახმარება და მათთვის მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვებაა.
ცოტა ხნის წინ მსახიობი ცოლს ოფიციალურად გაშორდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ცნობილმა მსახიობმა და მისმა მეუღლემ ბურჩინ თერჩიოღლუმ გაყრის შესახებ ოფიციალურად დაადასტურეს. გამოცემა „აკსამის“ ცნობით, მურატ ილდირიმის ყოფილმა მეუღლემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა.