“ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებმა ავტოკოლონით მსვლელობა დაიწყეს
“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ავტოკოლონით მსვლელობა ცესკო-ს შენობიდან დაიწყეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ვიდრე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ, ისინი გაჩერებას არ აპირებენ.
“ფაქტია, რომ აბსოლუტურად არაადეკვატურები არიან საქართველოს მთავრობაში, ეს არის პირდაპირ პუტინის დავალებების შემსრულებელი მთავრობა. ჩვენ დავპირდით ხელისუფლებას, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში არ იქნება გადაყვანილი, არ გავჩერდებოდით და დღევანდელი აქციაც ამ ყველაფრის გაგრძელებაა. დღეს ყველა ცენტრალურ მაგისტრალზე ვიქნებით ძალიან ბევრი”, – განაცხადა ნადირაძემ.