ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, “ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეთანხმება არბიტრაჟის გარეშე მოხდეს

“ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ორი შეხვედრა შედგა, ეს პროცესი გაგრძელდება, უახლოეს პერიოდში კიდევ იქნება შეხვედრა”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამოცანაა, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეთანხმება არბიტრაჟის გარეშე შედგეს.

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ორი შეხვედრა შედგა, სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს ხვდებოდნენ. ეს პროცესი გაგრძელდება, უახლოეს პერიოდში კიდევ იქნება შეხვედრა. ჩვენი ამოცანაა, ამ კომპანიასთან ჩვენი შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. ვხედავთ, რომ შემხვედრი სურვილიც სახეზეა. თანაბრად განიხილება ამ ეტაპზე როგორც პროექტის გაგრძელება მათ მიერ, ასევე, მათ მიერ პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში, ეს უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“, – განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, კომპანია “ენკა”-მ 22 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება შეწყვიტა, შესაბამისად, გაუქმდა რიონის ხეობაში “ნამახვანჰესის” მშენებლობის პროექტიც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები