ირაკლი ლატარია: ჩიტო დაუძახაო და ტიპები სახლში უვარდებიან და წარმოგიდგენიათ ესენი რომ მობრუნდნენ?

ჩიტო დაუძახაო და ტიპები სახლში უვარდებიან და წარმოგიდგენიათ ესენი რომ მობრუნდნენ?, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი კატარია სოციალურ ქსელში წერს.

“ჩიტო დაუძახაო და ტიპები სახლში უვარდებიან და წარმოგიდგენიათ ესენი რომ მობრუნდნენ?

ჩიტო კი არა, 18 წლის ბავშვებს მარიხუანის გასინჯვისთვის იჭერდნენ და ციხეში შესახლების დროს კლავდნენ, შემდეგ თვეზე მეტი მშობლებს ატყუებდნენ რომ გარდაცვლილი იყო და მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, უკვე რომ შეუძლებელი იყო გვამის შენახვა, მაშინ ეუბნებოდნენ თავი ჩამოიხრჩოო და ატანდნენ მიცვალებულს… იმ ღამესვე კუდი ადგებოდნენ გარდაცვლილ ოჯახს და აფრთხილებდნენ, ხმას თუ ამოიღებდნენ მეორე შვილსაც იგივე დაემართებოდაო… და ესენი, ესენიი, აპირებენ ჩვენზე ზეწოლას?

სისხლი მეყინება, რამდენს ბედავთ”, – წერს ლატარია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის” წევრებმა პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის გოგა იორდანიძის სახლთან შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. იორდანიძეს ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.

სახალხო დამცველს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები