ლომჯარიას შერჩევითი სამართალი – ენმ-ს წევრების დანაშაულზე ომბუდსმენი კომენტარს არ აკეთებს
სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის საცხოვრებელ სახლთან დატოვებული შეურაცხმყოფელი წარწერებისა და პლაკატების ფაქტზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ფაქტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა, დღეს დილით კი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მირიან დეისაძემ თავად გაავრცელა.
“კვირა” დილიდან ცდილობს ომბუდსმენთან და მის აპარატთან დაკავშირებას, თუმცა არცერთი მათგანი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სახალხო დამცველი ოპოზიციის მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე დუმს.
ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის” წევრებმა პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის გოგა იორდანიძის სახლთან შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. იორდანიძეს ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.