ენმ-ს რევანში – არასრულწლოვნების მამას “ნაცმოძრაობის” წევრებმა სახლთან შეურაცხმყოფელი წარწერები დაუტოვეს

{"source":"other","uid":"C45DD687-1FBB-46FF-92AF-BEFB65F4FF82_1636796099832","origin":"unknown","is_remix":false,"used_premium_tools":false,"used_sources":"{"version":1,"sources":[]}","premium_sources":[],"fte_sources":[]}

“აქ ცხოვრობს ჯალათი ჩიტო”, “გოგა იორდანიძე კლავს” – ამ წარწერებს პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის საცხოვრებელ სახლთან შეხვდებით, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა წუხელ გააკეთეს. შესაბამისი ფოტომასალა ენმ-ს წევრმა მირიან დეისაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

გოგა იორდანიძე ოპოზიციის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ის მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს გლდანის ციხეში შეყვანისას ავიწროებდა.

გოგა იორდანიძის სახლთან, რომელსაც ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, უკვე დაგმეს ბავშვთა უფლებადამცველებმა. მათი შეფასებით, “ნაცმოძრაობის” მსგავსი ქმედებები არასრულწლოვანი ბავშვის ფსიქიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები