ამირან სალუქვაძე – ნინო ლომჯარიაზე: არ სცნობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რითაც საბოლოოდ გაფორმდა არა ხალხის დამცველად, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” ადვოკატად

არ სცნობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რითაც საბოლოოდ გაფორმდა არა სახალხო, ანუ მთელი მოსახლეობის, ხალხის დამცველად, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” ადვოკატად, – ასე აფასებს ექსპერტი ამირან სალუქვაძე ომბუდსმენის დუმილს ოპოზიციის კანონდარღვევებზე.

“ქ-ნი ლომჯარია არ იმჩნევს ოჯახის წევრების დევნას, კომენტარს არ აკეთებს მსგავს დანაშაულებზე, არ სცნობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რითაც საბოლოოდ გაფორმდა არა სახალხო, ანუ მთელი მოსახლეობის, ხალხის დამცველად, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” ადვოკატად.
იგივე ეხება სახელმწიფო ინსპექტირს”, – წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის” წევრებმა პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის გოგა იორდანიძის სახლთან შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. იორდანიძეს ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.

სახალხო დამცველს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები