“სამედიცინო მითებს შორის ამჟამად ერთ-ერთი საყოველთაოდ გავრცელებულია – “უზმოზე თაფლიანი წყალი აძლიერებს იმუნიტეტს” – ინფექციონისტი
“სამედიცინო მითებს შორის ამჟამად ერთ-ერთი საყოველთაოდ გავრცელებულია – “უზმოზე თაფლიანი წყალი აძლიერებს იმუნიტეტს”, – ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის განმარტავს, ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, არც ბიოლოგიური მექანიზმი.
“საიდან მოვიდა და პირველად ვინ გამოიგონა, კაცმა არ იცის. არც იმუნიტეტს აძლიერებს და არც სხვა რაიმე სარგებელი აქვს”, – წერს ინფექციონისტი.