ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში არ არიან და როგორ გონორზე გადავიდნენ ნახეთ? და ესენი, რომ მიუშვა რას იზამენ ხომ წარმოგიდგენიათ?

,,საზოგადოების უმეტესობამ იცის თქვენი მოძალადე “ჯიში” და არასდროს მოგაბრუნებთ უკან!’’- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მხარდამჭერების მიერ, გლდანის ციხის თანამშრომლის საცხოვრებელ სახლთან გაკეთებულ მუქარის შემცველ წარწერებს.

ქადაგიძე მოუწოდებს სახალხო დამცველს ამ ფაქტით დაინტერესებისკენ.

,,#სახალხოდამცველი
აბა შენ გაზრდა-გახარებას ქალბატონო ლომჯარია, როგორი ოპერატიული აღმოჩნდები ამ ფაქტის მიმართ?
ხელისუფლებაში არ არიან და როგორ გონორზე გადავიდნენ ნახეთ? და ესენი, რომ მიუშვა რას იზამენ ხომ წარმოგიდგენიათ?
ამიტომაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement
საზოგადოების უმეტესობამ იცის თქვენი მოძალადე “ჯიში” და არასდროს მოგაბრუნებთ უკან!!!
მიშას შიმშილობა კი არა, ვლადიმერ ილიჩი, რომ გვერდში დაიყენოთ ის ვერ გიშველით…
ისე არანაირი განსხვავება არ არსებობს ბოლშევიზმსა და მიშიზმს შორის”, – წერს ქადაგიძე.

ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის” წევრებმა პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის გოგა იორდანიძის სახლთან შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. იორდანიძეს ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.

სახალხო დამცველს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები