ფლორენციაში „ქართული დღეები“ გაიხსნა

   ფლორენციაში „ქართული დღეები“ აფხაზი ახალგაზრდების ნახატების გამოფენით გაიხსნა. ღონისძიებაში ქართველებთან ერთად, იტალიის დიპლომატიური და პოლიტიკური წრეებიც მონაწილეობენ. საქართველოს დღეები კულტურულ-სამეცნიერო ხასიათს ატარებს და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას ეძღვნება. ღონისძიებების ფარგლებში ტრადიციული სამოსისა და სამზარეულოს გამოფენა მოეწყობა.
ქართულ დღეებს ფლორენცია, საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის ინიციატივით, 21-დან 28 ავლისის ჩათვლით მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები