ბიძინა კულუმბეგოვი: ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ვთხოვ შეწყვიტოს შიმშილობა, არცერთი დონის მრავალპროფილურ კლინიკას არ შეუძლია შიმშილის შემდგომი რისკებისგან დააზღვიოს ადამიანი

“ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ვთხოვ შეწყვიტოს შიმშილობა”,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, არცერთი დონის მრავალპროფილურ კლინიკას არ შეუძლია შიმშილის შემდგომი რისკებისგან ადამიანი დააზღვიოს.

“მოშიმშილე, ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ვთხოვ შეწყვიტოს შიმშილობა! არცერთი დონის მრავალპროფილურ კლინიკას არ შეუძლია შიმშილის შემდგომი რისკებისგან დააზღვიოს ადამიანი! პოლიტიკურ დისკუსში არ შევდივარ, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, ეს არის როგორც ექიმის და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანის პოზიცია”,- წერს კუმუმბეგოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები