“შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ქმედებები, მათ შორის, უკრაინასა და საქართველოში შეჭრა და დეზინფორმაციის გავრცელება აზიანებს ნატო-ს მოკავშირეებს” – ამერიკელი სენატორი

ამერიკელი სენატორის, მით რომნის განცხადებით, რუსეთის ქმედებები რეგიონში, მათ შორის, უკრაინასა და საქართველოში აზიანებს ნატო-ს მოკავშირეებს. შესაბამისი განცხადება სენატორმა “ტვიტერზე” დაწერა.

ამერიკელმა სენატორმა ნატო-ს მოკავშირე თურქეთს მოუწოდა, გადახედოს თავის კურსს და აღიაროს, რომ რუსეთის ქმედებები ალიანსის ინტერესებს არ შეესაბამება.

„რუსეთის ქმედებები შავი ზღვის რეგიონში, უკრაინასა და საქართველოში შეჭრიდან დაწყებული და ცრუ დეზინფორმაციის გავრცელებით დამთავრებული, აზიანებს ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს. თურქეთმა უნდა გადახედოს თავის კურსს და აღიაროს, რომ რუსეთის საძაგელი საქციელი არ შეესაბამება ნატო-ს ინტერესებს“, – წერს მით რომნი.

ცნობისთვის, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების საკითხი, ასევე, რუსეთის მოქმედებები რეგიონში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამართულ მოსმენებზე განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები