ადვოკატი: მივმართავ იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ მოახდინოს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია ისეთ კლინიკაში, სადაც კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მიმართავს და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოახდინოს სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია ისეთ კლინიკაში, სადაც მას კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ.
“ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ შექმნა ექიმების ჯგუფი, კონსილიუმი. კონსილიუმი შეიკრიბა იმსჯელა და დადო დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს მრავალფუნქციურ კლინიკაში. ეს კლინიკა შინაარსში მოიცავს იმ სამედიცინო დახმარებას, როგორიც არის MTR, KT, კომპიუტერული ტექნოლოგია, მე-18 დაწესებულებაში ეს აპარატურა არ აქვთ.
მოეშვან სპეკულაციებს, მივმართავ იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ მოახდინოს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია ისეთ კლინიკაში, სადაც კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ”, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.