კალაძე: პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ და მიხედავენ ისე, როგორც ყველას

თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პენიტენციურ სისტემას აქვს საკუთარი კლინიკა, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ.

„თუ იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება და მიეხედება ისე, როგორც ყველას”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი, ასევე, გამოეხმაურა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს და, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოების თვალსაზრისით, გარკვეული რისკები არსებობს.

„სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები