ივანე ჩხაიძე: მოსალოდნელია, რომ ნოემბრის პირველ კვირას მოიმატოს გარდაცვალებულთა რაოდენობამ
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძეს განცხადებით, ნოემბრის პირველ ნახევარში კოვიდინფიცირებულთა ლეტალური შემთხვევების ზრდააა მოსალოდნელი.
“სიკვდილიანობის გაზრდასთან პირდაპირ კავშირშია ინფიცირების შემთხვევების გაზრდა. თუ მოიმატებს ინფიცირება, ამას 3-4 კვირის შემდეგ მოჰყვება ლეტალობის გაზრდაც. ამიტომ, სამწუხაროდ, თუ ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ოქტომბრის გარკვეულ პერიოდში ერთი კვირის მანძილზე გვქონდა მკვეთრად მომატებული ინფიცირების რაოდენობა, მოსალოდნელია, რომ ნოემბრის პირველ კვირას მოიმატოს გარდაცვალებულთა რაოდენობამ,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.