რატი ბრეგაძე “სიცრუეს” უწოდებს სააკაშვილის ექიმის კომენტარს სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტის გადაყვანასთან დაკავშირებით

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სიცრუეა მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი იყო სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტის გადაყვანაზე.

“მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც, თითქოს, ჩემთან შეხვედრაზე საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და თითქოს ამაზე ვმსჯელობდით.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე!
ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე.
“ტყუილს მოკლე ფეხი აქვს”. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ”, – წერს რატი ბრეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები