ტრამპის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გახანგრძლივდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება ნაკლებად სავარაუდოა.

როგორც მან Bloomberg-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს აღნიშნა, ჰორმუზის სრუტე შეთანხმების მიღწევამდე დაბლოკილი დარჩება.

„ცუდი შეთანხმების დადებას არ ვაპირებ. ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო დრო“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

როდესაც 7 აპრილს გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჰკითხეს, ტრამპმა უპასუხა, რომ „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მე მას გავაგრძელებ“. მანვე დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ვადა ოთხშაბათს იწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები