ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში რადევის გუნდმა გაიმარჯვა
ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის საარჩევნო ბლოკმა ხმების 44.6% მოიპოვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ოქმების 98.33%-ის დამუშავების შემდეგ, „პროგრესულმა ბულგარეთმა“ ხმების 44.6% მიიღო.
ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები 19 აპრილს ჩატარდა. არჩევნებში გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა „პროგრესულმა ბულგარეთმა“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი ხელმძღვანელობდა.
რადევმა არაერთხელ გამოთქვა წინააღმდეგობა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ და ევროპას მიდგომის გადახედვისა და დიპლომატიისკენ მოუწოდა.