“ჩვენ ვაძლიერებთ საპატენტო და ინტელექტუალური საკუთრების სისტემას, იმიტომ რომ საქართველო ცდილობს ააშენოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა” – სოსო გიორგაძე
“მინდა დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტსა და პირადად პრემიერ-მინისტრს, სწორედ მისი მითითებით საქართველოში ჩვენ ვაძლიერებთ საპატენტო და ინტელექტუალური საკუთრების სისტემას, იმიტომ რომ საქართველო ცდილობს ააშენოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი რესურსი”, – ამის შესახებ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი რეფორმა საქართველოში ამა თუ იმ სისტემის გაძლიერებისთვის ხორციელდება.
„ნებისმიერ რეფორმას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, პირველ რიგში ჩვენ ამას ვაკეთებთ საქართველოში ამა თუ იმ სისტემის გაძლიერებისათვის და სწორედ ეს არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტსა და პირადად პრემიერ-მინისტრს, სწორედ მისი მითითებით საქართველოში ჩვენ ვაძლიერებთ საპატენტო და ინტელექტუალური საკუთრების სისტემას, იმიტომ რომ საქართველო ცდილობს ააშენოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი რესურსი. ეს ერთი მხრივ არის შიდა სისტემის გაძლიერება და მეორე მხრივ, სწორედ ეროვნული სისტემის გაძლიერება მიგვაჩნია ყველაზე ახლო გზად ევროკავშირისაკენ“, – აღნიშნა სოსო გიორგაძემ.