მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ს კუბაში სამხედრო ჩარევის საფუძველი არ აქვს

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი კუბის წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლო სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ გამოვიდა და აღნიშნა, რომ ინტერვენციის საფუძველი არ არსებობს.

„კუბაში შეჭრის აშკარა გამართლება არ არსებობს. კომუნისტური რეჟიმის დროს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არსებული პრობლემების მიუხედავად, კუბა არ წარმოადგენს რაიმე თვალსაჩინო საფრთხეს მისი საზღვრების გარეთ მყოფი მესამე ქვეყნებისთვის“, – განაცხადა მერცმა ჰანოვერში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანთან ყველა საკითხის მოგვარების შემდეგ შესაძლოა კუბა „შეისწავლოს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები