ლევან ნიკოლეიშვილი: ნეიტრალიტეტის შემთხვევაში თავდაცვის ძალები უნდა იყოს გაძლიერებული იმის შესაბამისად, რა რესურსიც გაგვაჩნია, მუდმივად ვიღაცის იმედზე ყოფნა არ შეიძლება თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში

ჩვენ, ნეიტრალიტეტის შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები იყოს გაძლიერებული იმის შესაბამისად, რა რესურსიც გაგვაჩნია – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „დებატების“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში მუდმივად ვიღაცის იმედზე ყოფნა არ შეიძლება.

„ჩვენ, ნეიტრალიტეტის შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები იყოს გაძლიერებული იმის შესაბამისად, რა რესურსიც გაგვაჩნია. ამასთან დაკავშირებით უნდა გვქონდეს საშუალება, რომ ყველა ქვეყანასთან, ვისთანაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, შევიძინოთ შეიარაღება, მოდერნიზაცია გავაკეთოთ ჩვენი შეიარაღების, ახალი ტექნოლოგიები ავითვისოთ და ა.შ. დღეს, ნატოსთნ მიმართებაში ჩვენ ამ მხრივ შეზღუდულები ვართ. ბევრ საკითხთან მიმართებაში, თუნდაც როგორც ასპირანტი ქვეყანა, ჩვენ არ შეგვიძლია ყველა ქვეყანასთან ვითანამშრომლოთ, თუნდაც შეიარაღების მოდერნიზაციის თვალსაზრისით, ვინაიდან ეს ნატოს არ მოეწონება. არ შეგვიძლია, რომ ავიღოთ ახალი ტექნოლოგიები სხვადასხვა ქვეყნებიდან, თუ ეს არ იქნება თავსებადობაში ნატოსთან მიმართებაში. ეს ჩვენ გვართმევს რეალურად სუვერენიტეტს და რეალურად, საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან მიმართებაში თავდაცვისუნარიანობას.

ნეიტრალიტეტის შემთხვევაში, სულ სხვა თავდაცვითი კონცეფცია გვჭირდება. არ დაგიმალავთ, ჩვენ გვაქვს შემუშავებული ამასთან მიმართებაში საკმაოდ სერიოზული დოკუმენტი, რომელიც საჭიროებს შემდგომ მუშაობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის ომი, რაც საქართველომ გადაიტანა, რა მიზეზით გადაიტანა, დაწყებული მაშინდელი მთავარსარდლის იდიოტობიდან, დამთავრებული იმით, რომ სულ სხვა ძალებზე ვიყავით მორგებული და მუდმივად ვიღაცის იმედზე ყოფნა არ შეიძლება თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში. ასევე, დამთავრებული იმით, რა უნდა იყოს ჩვენთვის პრიორიტეტული თავდაცვაში და რომელი მიმართულებები – ეს იქნება საჰაერო, სანაპირო თუ სხვა დაცვა“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები