ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე 70 წლამდე კაცს მანქანა დაეჯახა.
ქვეითი კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.