„ყველა მუნიციპალიტეტში წააგებთ“, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ამ ადამიანებმა ქვეყანა ერთხელ უკვე დაანგრიეს, მეორედ, ამის უფლებას არავის არ მივცემ. მე მაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და არ მცალია არც კობა ნაყოფიასთვის და არც ანზორ მელიასთვის. მათ ვერ დაველოდებით საქმის გასაკეთებლად. მაქვს გეგმები, რომ ბიუჯეტი გავუზარდო თვითმმართველობის ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს. ძალიან მასშტაბური, განახლების პროექტების დაფინანსებას ვგეგმავთ. ოპოზიციონერი მერობის კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს, რადგან ხალხი არის ბრძენი და მოძალადეს, მკვლელებსა და მჩაგვრელებს აღარ აირჩევს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.