ბიძინა კულუმბეგოვი: რეანიმაციებში კოვიდპაციენტების 98% აუცრელია, ამის გაძლება შეუძლებელია

“ბავშვთა კლინიკებში მწოლიარე ბავშვების მშობლების მხოლოდ ერთ პროცენტზე ნაკლებია აცრილი, ყველა აუცრელი მშობელი, თავისი შვილებთან ერთად, კლინიკებში წევს”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს.

„ვიცით რეანიმაციები, სადაც 98 პროცენტი აუცრელი ადამიანები მკურნალობენ, ამის გაძლება შეუძლებელია, ჩვენი ქვეყანა ამას დიდხანს ვერ გაუძლებს. ყველა დღე, როდესაც ვაქცინაციის ნიშნულს მაღლა ავწევთ, რომელიც ახლა ძალიან ქვემოთ არის ჩამოსული, პირდაპირ ნიშნავს გადარჩენილი ადამიანების სიცოცხლეს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები