“ევროვიზია -2014“-ზე "შინი" და მარიკო ებრალიძე წარდგებიან

“ევროვიზია- 2014“-ზე საქართველოდან მარიკო ებრალიძე და ჯგუფი „The Shin“ წარდგებიან. “ევროვიზია -2014”, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება, წელს 59-ედ ტარდება და მასში 37 ქვეყანა მონაწილეობს. 2013 წელს “ევროვიზიაში“ საქართველოს სახელით ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი გამოვიდნენ. შარშანდელი გამარჯვებული დანიელი კონკურსანტი ემილიე დე ფორესტი გახდა. „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსი პირველად 1956 წლის 24 მაისს შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში ჩატარდა და მასში მხოლოდ 7 ქვეყანა: შვეიცარია, ნიდერლანდები, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და იტალია მონაწილეობდა. დროთა განმავლობაში კონკურსს სხვა ქვეყნებიც ემატებოდა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. მე-20 საუკუნის დასასრულს კონკურსში მონაწილე ქვეყნების რიცხვმა 40-ს გადააჭარბა.1380894_699260956771736_62368081_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები