„ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“ – საფრანგეთში, პარიზის „სალ გავოს“ (Salle Gaveau) საკონცერტო დარბაზში, კონცერტი გაიმართა
საფრანგეთში, პარიზის „სალ გავოს“ (Salle Gaveau) საკონცერტო დარბაზში, კონცერტი – „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“ გაიმართა. საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა და პარიზის წიგნის ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა და პარიზის წიგნის ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენს.
პროექტი, რომელიც ქართული მუსიკის საერთაშორისო არენაზე პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, ქართველი და ფრანგი მუსიკოსების კოლაბორაციით განხორციელდა. საღამოზე საფრანგეთის მუსიკალურ სენასთან არსებულმა ორკესტრმა (SBO) პირველად შეასრულა ქართული მუსიკა მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველმა ხელოვანებმა: საოპერო მომღერლებმა – იანო ალიბეგაშვილმა და გიორგი ანდღულაძემ, მევიოლინე ლელა მჭედლიძემ და ახალგაზრდულმა კაპელამ მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით.
„ქართველმა შემსრულებლებმა, პარიზის ერთ-ერთ საუკეთესო საკონცერტო დარბაზში, ფრანგ მუსიკოსებთან ერთად წარადგინეს ქართული მუსიკა. ეს კოლაბორაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტია.
განსაკუთრებით ემოციური იყო პატრიარქისადმი მიძღვნილი „ავე მარია“, იმიტომ, რომ ეს ჭრილობა, ალბათ, კიდევ დიდხანს გვექნება ღია.
ამ დღეების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარდგა საერთაშორისო არენაზე. გაწეული შრომისთვის დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს საელჩოს საფრანგეთში”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.