მიხეილ სააკაშვილის ექიმი: ჩემი რეკომენდაციაა, კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმის მოწვევა შესაძლოა, სამშაბათზე ადრე გახდეს საჭირო.
მისი შეფასებით, სააკაშვილი მორალურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ უჭირს სიარული და აქვს სისუსტე.
“ჩემი რჩევა და რეკომენდაციაა, რომ ეს კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს, ექიმებმა უნდა თქვან რა გავაკეთოთ შემდეგ. საჭიროა თუ არა მისი ჰოსპიტალში გადაყვანა, რა მინერალები უნდა მივცეთ, ან რა უნდა გადავუსხათ. შეიძლება დასჭირდეს კონსილიუმის უფრო ადრე დანიშვნა ვიდრე სამშაბათს, მორალურად ძალიან კარგად არის, მაგრამ უჭირს სიარული. აქვს სისუსტე და უფერულობა, როდესაც ადამიანი სუსტად გრძნობს თავს და გრიპი გადახდა… ასეთი სიტუაციაა. ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში საჭირო არ არის, მაგრამ ვნახოთ. წინა შეხვედრასთან შედარებით უფრო სუსტადაა. კონსილიუმთან დაკავშირებით სახლში წასვლის შემდეგ დავურეკავ ციხის ექიმს და შემდეგ მათ უნდა გადაწყვიტონ, როდის ჩანიშნავენ”, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.