გია შომახია ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევაზე: ამხელა ცოდვას დაუსაბუთებლად ვერავის ავკიდებ

ბათუმში მომხდარი ტრაგედია სამწუხარო მაგალითია, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, – ამის შესახებ  გია შომახიამ განაცხადა, რომელსაც 8 ოქტომბერს კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად მეუღლე და შვილი დაეღუპა.

„მომხდარზე პასუხისმგებლობას ვერავის ვერ ვაკისრებ. ამხელა ცოდვას დაუსაბუთებლად ვერავის ავკიდებ. შეიძლება გარკვეული მოსაზრება მქონდეს, მაგრამ ვერ ვიტყვი, იქნება არასწორს ვამბობ. შემდეგ სად გავექცე ამ ცოდვას“, – აღნიშნა გია შომახიამ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები