დიდი ლილოს დასახლებაში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, დიდი ლილოს დასახლებაში, შიო არაგვისპირელის, ხერგიანის, გელოვანისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი, დაახლოებით, 1000 კვ/მეტრის მოცულობის გზაზე დაიგება, რომლის ღირებულება დაახლოებით, 500 000 ლარს შეადგენს.
გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.
სამუშაოებს შპს “არსაკიძე 2000” ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები