ე.წ. ალექსეევკის დასახლებაში, ჟვანიასა და ბარდაველიძის ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო
სამგორის რაიონში, ე.წ. ალექსეევკის დასახლებაში, ჟვანიასა და ბარდაველიძის ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე განმარტებით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გარკვეული სამუშაოები უკვე ჩაატარა, ახლა კი მიწის დამუშავება მიმდინარეობს.
„კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ტერიტორიაზე უკვე ახალი აბონენტები დააერთა, რის შემდეგაც დაიწყო საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მიწის დამუშავების სამუშაოები, რაც წარმოადგენს პროექტის საწყის ფაზას. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია ასფალტის ორფენიანი საფარის დაგება და ბორდიურის მოწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.