ბმა-ს პროგრამით, ვაკის რაიონში ხუთი ამორტიზებული ლიფტი რეაბილიტირდა

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, წყნეთის ქუჩის N1-სა და ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N25-ში ამორტიზებული ხუთი ლიფტი განახლდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები წყნეთის ქ. N1-ში ორ სადარბაზოში, ხოლო ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N25-ში სამ სადარბაზოში ჩატარდა. პროექტების საერთო ღირებულებამ, დაახლოებით, 181 000 ლარი შეადგინა.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, მაჟორიტარ დეპუტატებთან ბექა გელენავასთან და ალექსანდრე ასათიანთან ერთად, გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან 99 ლიფტის განახლება დაფინანსდა, რისთვისაც ვაკის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში, დაახლოებით, 4 306 000 ლარია გათვალისწინებული.

კანონმდებლობის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის შესაბამისად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და კორპუსის საერთო საჭიროებებს ხმარდება.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები