რატომ გაშიშვლდა ლაშა ბაქრაძე?

ინტერნეტში პუბლიცისტისა და ისტორიკოსის ლაშა ბაქრაძის სკანდალური ფოტო გავრცელდა. წელს ზემოთ შიშველი ბაქრაძე ფოტოზე შიშველ ქალბატონთან და მამაკაცთან ერთად არის გადაღებული.
,,კვირა“ დაუკავშირდა ბატონ ლაშას და მას ფოტოს შესახებ კომენტარი სთხოვა:

 – ბატონო ლაშა, ინტერენტში გავრცელდა თქვენი ფოტო. ქართულ ფორუმებზე ბჭობენ, რომ ეს ფოტოშოპის შედეგად დამუშავებული კადრია, სინამდვილეში კი ეს არის კადრი ფილმიდან, სადაც თქვენ ერთერთ მთავარ როლს ასრულებთ

– სიმართლე გითხრათ, ამ პოლემიკის შესახებ არაფერი მსმენია. ეს გახლავთ დიტო ცინცაძის ფილმი, რომლის სათაურიც ქართულად ასე ითარგმნა, – ,,უიღბლო მკვლელები“. ფილმი, რომელიც ემიგრაციის თემაზეა და ის რეჟისორმა 2000 წელს გადაიღო. სხვათა შორის, ეს ფილმი ადრე ერთხელ ტელეკომანია ,,იმედსა“ და კინოთეატრშიც აჩვენეს.

ამის შემდეგ კიდევ ხომ არ შემოუთავაზებია რეჟისორს რაიმე როლი?1743340_699254850105680_1318336413_n

 

– დიახ, წელს დიტო ცინცაძის კიდევ ერთი ახალი ფილმი გამოვა. სახელწოდება ჯერ არ არის ცნობილი. გადაღებები უკვე დასრულდა. ახლა მიმდინარეობს სამონტაჟო სამუშაოები და ფილმი ალბათ მარტის თვიდან გამოვა ეკრანზე, მერე კი ფესტივალებსა და კონკურსებშიც მიიღებს მონაწილეობას. ეს ახალი ფილმიც ემიგრაციაზე და ქართველ ემიგრანტზეა, რომელიც გერმანიაშია და ახლობლებს იმის ილუზიას უქმნის, რომ კარგად ცხოვრობს, სინამდვილეში კი პრობლემები აქვს.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბაქრაძემ რამდენიმე წლის წინ ქართული საზოგადოება საკმაოდ გულახდილი ფოტოთი გააოცა, როცა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შიშველი მეუღლისა და შვილის ფოტო გამოაქვეყნა. ამის შესახებ მან საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ამ ფოტოსთვის უნდოდა “Madonna and Child” დაერქმია, თუმცა ამას კარგად ვერ გაიგებდნენ.
,,სრულიად ავადმყოფების გარემოცვაში ვიმყოფებით,- განაცხადა მაშინ პუბლიცისტმა, – მხოლოდ სიშიშვლეს ხედავენ. ჩადრის დროა.” ეს ფოტო და ბატონი ლაშას სიტყვები შემდეგ მთელ სოციალურ ქსელში გავრცელდა და მას ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული კომენტარები მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები