დავით გაგუა: ყველა ორსულს მოვუწოდებ, აუცილებლად გაიკეთონ Pfizer-ის ვაქცინა

დავით გაგუას კლინიკის დირექტორი და მეან-გინეკოლოგი, დავით გაგუა ორსულებს “ფაიზერის” ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, ვაქცინაცია მძიმე მდგომარეობისა და სიკვდილისგან იცავს.

“არამარტო ჩემი, ეს არის ყველა მეან-გინეკოლოგის მოწოდება, როცა “ფაიზერმა” გაიარა ავტორიზაცია, უსაფრთხოება არის დაცული ყველა დონეზე, არის ცალსახა მოწოდება, ყველა ორსული უნდა აიცრას. ვაქცინამ შესაძლოა, სრულად ვერ დაგვიცვას დაავადებისგან, მაგრამ მძიმე მიმდინარეობისგან, რეანიმაციისა და სიკვდილისგან დაგვიცავს. ამიტომ, მე ყველა ორსულს მოვუწოდებ, აუცილებლად გაიკეთონ “ფაიზერის” ვაქცინა”, – განაცხადა დავით გაგუამ “დღის კურიერის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები