ტიტე აროშიძე: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციით, ზედამხედველობაში არანაირი შეტყობინება სარემონტო სამუშაოების შესახებ არ შესულა

“ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია, შეტყობინების საფუძველზე, დააკვირდეს და კონტროლზე აიყვანოს შიდა სამუშაოები, თუმცა, შეტყობინება ამის შესახებ არ იყო შესული მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში”, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის დადანაშაულება იმაში, თუ რატომ არ ათვალიერებდა ჩაკეტილ კარს მიღმა რა ხდება, თუ კი შეტყობინება არ არსებობს, ურთულესია. ამიტომ, როდესაც გამოძიება დასრულდება, გვეცოდინება თუ რა სამუშაოები მიმდინარეობდა იქ და რა იყო შეუსაბამობა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციით, ზედამხედველობაში არანაირი შეტყობინება სარემონტო სამუშაოების შესახებ არ შესულა“, – განაცხადა აროშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები