ნიკა მელია, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 14 ოქტომბერს აქციას აანონსებს

“უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრი თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს, გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ შეკრების მთავარი მიზანი ციხიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

“მთავარი მიზეზი შეკრების რა არის – ჩვენი, ცალკე აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის, ბიძინა ივანიშვილო – ვისაც გინდა დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს“, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები