კაცს, რომელსაც მაშველები ამ დრომდე ნანგრევებში ეძებენ, სადარბაზოში ნგრევამდე რამდენიმე წამით ადრე შევიდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება. მაშველები კიდევ ერთ, ნგრევის დროს ადგილზე მყოფ სავარაუდოდ ბოლო ადამიანს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცი სადარბაზოში ნგრევამდე რამდენიმე წამით ადრე შევიდა და ამის ამსახველი სათვალთვალო ვიდეოჩანაწერიც არსებობს. მაშველებს ზუსტად აქვთ გათვლილი ადგილი, სადაც მამაკაცი უნდა იყოს და მისი ძიების სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები