“იცით, როგორ მიყვარხართ, რამხელა გეგმები მაქვს თქვენზე, მინდა, აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, გთხოვთ – იაქტიურეთ, თითოეული თქვენგანის ბედი წყდება” – მიხეილ სააკაშვილის წერილი ქუთაისელებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს.
სააკაშვილი ამჯერად ქუთაისელებს მიმართავს.
“მიხეილ სააკაშვილის წერილი ქუთაისელებს:
ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო.
იცით, როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი. რამხელა გეგმები მაქვს თქვენზე. მინდა, რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი და აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, არამედ საკუთარ სახლში გქონდეთ მრავალგზის გაზრდილი შემოსავალი.
ახლა თქვენ გყავთ უმაგრესი კანდიდატი – შევხვდი ხატიას და დიდი მადლობა, რომ პირველ ადგილზე გაიყვანეთ და აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიმარჯვოს, ე.ი გავიმარჯვო მეც და, რაც მთავარია, თითოეულმა თქვენგანმა.
გთხოვთ, იაქტიურეთ, საქართველოსა და თითოეული თქვენგანის (ჩვენგანის) ბედი წყდება.
სიყვარულით, მ. სააკაშვილი”, – წერია ექსპრეზიდენტის წერილში.