ირაკლი კობახიძე: ყველა წინაპირობაა იმისათვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს სამართლიან, მშვიდობიან, თავისუფალ გარემოში
ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისათვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს სამართლიან, მშვიდობიან, თავისუფალ გარემოში და ზუსტად ასეთ არჩევნებში ვიზეიმებთ ზედიზედ მერვე გამარჯვებას, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ახალ საარჩევნო კოდექსში ასახულია მექანიზმები, რომლებიც არჩევნებზე მანიპულაციებს საერთოდ გამორიცხავს. მაგალითად, ფუნდამენტურად გაიზარდა ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიებში. შემოვიღეთ გადათვლის წესი, რაც არის აბსოლუტურად უპრეცედენტო სიახლე. საარჩევნო უბნების მინიმუმ 10% იქნება გადათვლილი. ვინც არჩევნებში ერკვევა, ყველა დამეთანხმება, რომ ეს აბსოლუტურად გამორიცხავს ყოველგვარი ტიპის მანიპულაციებს. შესაბამისად, ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისათვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს სამართლიან, მშვიდობიან, თავისუფალ გარემოში და ზუსტად ასეთ არჩევნებში ვიზეიმებთ ზედიზედ მერვე გამარჯვებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.