ელენე ხოშტარიამ ამომრჩეველს ხმების დაცვის ინსტრუქცია გააცნო
“6 რჩევა, როგორ დავიცვათ ხმები” – პარტია „დროას” ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ამომრჩეველს ინსტრუქციები გააცნო იმისთვის, რომ, მისი თქმით, გაყალბება, ე.წ. კარუსელები და მანიპულაციები მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული.
“1. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი ხელმოწერა იყოს თქვენივე გვარის გასწვრივ;
2. ბიულეტენი არ უნდა იყოს დაზიანებული – ცუდად მოხეული და დაზიანებული ბიულეტენი ბათილდება;
3. ბიულეტენს რეგისტრატორმა აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი და დაარტყას ბეჭედი;
4. ე.წ. მეტკა – არსად არ უნდა იყოს მონიშნული ადგილი სამაგიდო სიაზე;
5. ბიულეტენზე მკაფიოდ უნდა იყოს შემოხაზული სასურველი კანდიდატი იმისთვის, რომ არ გახდეს სადავო (სხვა ნიშანი არ დაიტანოთ ბიულეტენზე);
6. კარგად დახურეთ კონვერტი, სადაც ბიულეტენებს ჩადებთ (გადმოყრილი ბიულეტენები ბათილდება)”, – აცხადებს ხოშტარია.