ივანე ჩხაიძე: ბავშვების დაცვის ერთადერთი საშუალება ოჯახში უფროსი წევრების ვაქცინაცია და სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობაა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბავშვების დაცვის ერთადერთი საშუალება ოჯახში უფროსი წევრების ვაქცინაცია და სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობაა.

“მცირე ასაკის ბავშვების დაცვის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა ოჯახში უფროსი წევრებისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობა ასევე უსაფრთხო გარემოში, სადაც პედაგოგები, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი ვაქცინირებული იქნება. თუ ჩვენ ორივე მხარე გვექნება სინქრონულად, უსაფრთხო სკოლა და პედაგოგებისა და პერსონალის 80% ვაქცინირებული, ბავშვებს უსაფრთხო ოჯახიც ექნებათ და უფროსი წევრები ვაქცინირებული იქნებიან, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების სწავლების, აღზრდის პროცესი იქნება მართლაც უსაფრთხო“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები