ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა იყო რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება საქართველოში; მთავრობა იღებს ვალდებულებას, პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩაატაროს და არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი

“ჯერ კიდევ აპრილის თვეში საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური მოწვევა, წერილი გაუგზავნა ეუთო/ოდირ-ს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოეგზავნა საქართველოში ამ არჩევნებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამას გარდა, ჩართულნი არიან NDI, IRI-ის ორგანიზაციის წარმომადგენლები, დამკვირვებლები, ევროპარლამენტარები.

„ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა იყო რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება საქართველოში იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, მთავრობა იღებს ვალდებულებას, პასუხისმგებლობას,  მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩაატაროს და არცერთი კითხვა რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები