თამარ გაბუნია: პოზიცია ჯერჯერობით არის ისეთი, რომ მხარი დავუჭიროთ იმ ბავშვების ვაქცინაციას, ვისაც აქვს მომატებული რისკები ან რაიმე ქრონიკული დაავადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბავშვების ვაქცინაციის საკითხზე იმუნიზაციის საბჭო აქტიურად მსჯელობს.

მისივე თქმით, განიხილება მოსაზრება, რომ უპირველესად მოხდეს იმ ბავშვების ვაქცინაცია, ვისაც რაიმე ქრონიკული დაავადება აქვს.

„სკოლებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. ბავშვების ვაქცინაციის საკითხზე იმუნიზაციის საბჭო დღესაც აქტიურად მსჯელობს. პოზიცია ჯერჯერობით არის ისეთი, რომ მხარი დავუჭიროთ იმ ბავშვების ვაქცინაციას, ვისაც აქვს მომატებული რისკები, აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება ან ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომ მისთვის განსაკუთრებით სარისკო იქნება კოვიდინფექციით ინფიცირება. ამის პრეცედენტები უკვე შეიქმნა, რამდენიმე ბავშვი აიცრა მათი მკურნალი ექიმის რეკომენდაციით და ვფიქრობ, საბჭოს მოკლე ხანში ექნება დასკვნა იმასთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე ჩვენთანაც გაფართოვდეს 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია, იმ ბავშვებში, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები პრობლემები ან დაავადება და ამის გამო არიან მაღალი რისკის მატარებლები”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები